მიმდინარე წლის 7 აგვისტოს ონის მუნიციპალლიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილესთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი აგვისტოს ომის 11-ე წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ ომის შედეგებზე პასუხისმგებელი პირები პოლიტიკურ ასპარეზზე პოზიციების შენარჩუნებას ახლაც ცდილობენ.
მუნიციპალიტეტის რაიონული სერვისცენტრების მოდერნიზება-რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდება, - აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის 11-ე წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ისტორიაა საქართველოს არსებობის მანძილზე. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთმა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა ვერ შეძლო.
თბილისის მერია ცოტნე დადიანის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის დამაკავშირებელი დამატებითი ერთდონიანი გზის მშენებლობის საკითხს განიხილავს.
თბილისის მერი კახა კალაძე ტაქსის მძღოლებს ფირის გადაკვრისა და ქიმწმენდის ვაუჩერების მიღების პროცესში აქტიურობისკენ მოუწოდებს.
დედაქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების დროს, უსაფრთხოების რეგულაციების უგულებელყოფის შემთხვევაში, პროვაიდერები და მერიის კონტრაქტორი კომპანიები დაჯარიმდებიან.
აგვისტოს ომის 11-ე წლისთავთან დაკავშირებით, ერგნეთში ადგილობრივი მოსახლეობა რუსული აგრესიას აპროტესტებს.
ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში სასაფლაოს შემოღობვა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 15484 ლარს შეადგენს.
ტაქსის მომსახურების გადახდა მობილური ტელეფონის საშუალებით - QR კოდითაც იქნება შესაძლებელი, რომელიც A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელებს საქართველოს ბანკისგან უფასოდ გადაეცემა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.