საფეხბურთო კლუბ ხობის „კოლხეთის“ მთავარ მწვრთნელად პაატა ბუკია დაინიშნა. ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ახალდანიშნულ მწვრთნელს შეხვდნენ, თანადგომა გამოუცხადეს და მას წარმატებები უსურვეს.
წყალტუბოში ბრაზილიელი ლეგენდარული ფეხბურთელი რივალდო იმყოფებოდა. ცნობილი ფეხბურთელი adjarabet.com-ის სპორტის სახე გახდა და საქართველოში ფილმის გადასაღებად ჩამოვიდა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე განაცხადა, რომ მოსამართლე ხელფასისთვის თვითგადაწყვეტილებებს არ იღებს, მოსამართლე გადაწყვეტილებებს იღებს, რომ ქვეყანაში უზრუნველყოს კანონის უზენაესობა.
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გადამშსა და ჭვებარში სოფლამდე მისასვლელი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
აშშ-ის მთავრობა მიგრანტებზე სწრაფი დეპორტაციის პროცესს ახორციელებს, რომელიც საემიგრაციო სასამართლოებს გვერდს აუვლის.
ავტოავარიის შედეგად საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ნაკრების ერთ-ერთი ტიტულოვანი ლიდერი გიორგი დოინჯაშვილი გარდაიცვალა.
დეპუტატი ეკა ბესელია რეგიონული განვითარების მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მინისტრი აცხადებს, რომ ბესელიას მხრიდან თავის პირად ცხოვრებაზე საუბარი უკვე დამღლელია და ეს მორიგი მცდელობაა იმის, რომ ის ახალი ამბების დღის წესრიგში იყოს.
დღეს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით დაიკითხება.
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე 2005-2008 წლებში, ცნობილი ამერიკელი დიპლომატი ალექსანდერ ვერშბოუ მისი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩად შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.