თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯონათან პერიშს უმასპინძლა. მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობის სტრატეგიული ასპექტები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეს მიწვევით ვაშინგტონში რელიგიის თავისუფლებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში მონაწილეობს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო დავალებათა ელჩთან რელიგიის თავისუფლების საკითხებში სამუელ ბრაუნბეკთან.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, მოწმის სტატუსით დღეს გამოიკითხება.
როცა ამბობს სამშობლოს ღალატიაო, ალბათ მართალია, თუკი თავის სამშობლოდ მიიჩნევს რუსეთს - ასე აფასებს აქციის „სირცხვილია“ ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს.
“დავატანე თავს ძალა და ვნახე ივანიშვილის ბოლო, სრულიად არეული ინტერვიუ, ის ცდილობს, თავისი დარჩენილი მცირერიცხოვანი აქტივი გაამხნევოს, რადგან ყველა ხვდება, რომ ივანიშვილის დრო წასულია და ის ბარდება წარსულში”, – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორ, მიხეილ სააკაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
ნაძალადევის რაიონში გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ერთ-ერთი პროექტი გრუზინკის შესახვევის N23-ში მიმდინარეობს, სადაც 50-მეტრიანი საყრდენი კედელი შენდება და ლითონის დამცავი ღობე მონტაჟდება.
ერაყში, ქალაქ ერბილში ოთხი თურქი დიპლომატი მოკლეს. ინფორმაციას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა მეორე დღეს შეიტყო. გიორგი გახარიამ ეს კომენტარი საქართველოს გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.