20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავა.

სრულად...

უპასუხისმგებლო ოპოზიცია ამბობს, რომ კონსტიტუციის დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან თურმე ყოფილა ბოროტება და პარლამენტის შტურმით აღება არის პატრიოტიზმის გამოვლინება... რომელ ქვეყანაში, რომელ შემდგარ დემოკრატიაში წარმოგიდგენიათ, რომ მიმდინარეობდეს პარლამენტის შტურმი? - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე.

 

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ შვედ დიპლომატებს უმასპინძლა. ლელა ჩიქოვანმა შვედეთის თავდაცვის ატაშეს საქართველოში,  ვიცე-პოლკოვნიკ პიტერ ლიდენს სამხედრო სფეროში მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისათვის, მადლობა გადაუხადა, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობის სერტიფიკატი  გადასცა და წარმატება უსურვა.

სრულად...

საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა და II ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კობა გრიგოლიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

სრულად...

კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა კატარის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრთან ალი ბინ აჰმედ ალ-კუვარისთან შეხვედრა გამართა.

სრულად...

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი, „რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს. როგორც ლინკევიჩუსი აღნიშნავს, ის კანონების დარღვევას მხარს არ უჭერს.

სრულად...

თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე უბედური შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი მუშა დაიღუპა.

სრულად...

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ხვალ, 11:00 საათიდან 200 დღის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

სრულად...

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის (AMMAR) ხელმძღვანელმა, ქეთევან შარაბიძემ დაფნის ფოთლის მწარმოებელთა და გადამამუშავებელთა ასოციაციის შექმნასთან დაკავშირებულ საკითხებზე, აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაზე და ქართული დაფნის ინდუსტრიაში ასოციაციის როლზე ისაუბრა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი