ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის პირველ სესიაზე -“10 წელი -პირველი ნაბიჯები ევროპულ გზაზე” სიტყვით გამოსვლისას, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩეპუტოვიჩმა დადებითად შეაფასა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის მნიშვნელობა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების სააგენტო გარეულ ფრინველთა ორნიტოფაუნას აშენებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე მოეწყობა ბუნებასთან ინტეგრირებული ვოლიერები და საინკუბატორო საწიწილე ნაგებობები.
2019 წლის 8-10 ივლისს, კორეის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის შეჯერების მიზნით მოლაპარაკებები გაიმართა.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ზაზა ოქუაშვილს მოუწოდებს, „ლონდონის ციხე-სიმაგრეში ყურცქვიტასავით“ ჯდომის ნაცვლად, „მოპარულ-გატაცებული მილიონებით ტელემაუწყებლობა მაინც აღგედგინა იბერიაზე“.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ უადგილოა შეკითხვები იმის შესახებ - აირჩია თუ არა ქართველმა ხალხმა ევროპის გზა და არის თუ არა მთავრობა პროევროპული.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების, სანიაღვრე არხების, მგზავრთა მოსაცდელების, საცხოვრებელ კორპუსებამდე მისასვლელი გზების, სპორტული მოედნების, სასმელი წყლის და გარე განათების სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1953911,38 ლარით ფინანსდება.
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ წოლაში მისასვლელი და შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ღირებულება: 25244.30 ლარს შეადგენს.
ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკატერინა ზაჰარიევამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.
მოსამართლემ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი მერებაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
მოსამართლემ განმარტა, რომ მერებაშვილს პატიმრობის ვადა ეწურება 15 ივლისს და ვინაიდან 15-მდე ვერ ჩაინიშნება სასამართლო სხდომა, მერებაშვილი უნდა გათავისუფლდეს დარბაზიდან.
ანანურის ციხე-კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი თანიაშვილმა საკრებულოს, მერის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.