ის, რომ პრემიერ მინისტრი ბახტაძე არის ნომინალური ფიგურა და რეალურ ძალაუფლებას არ ფლობს, საქართველოში იცის ყველა მოქალაქემ, აღნიშნული განცხადება „ევროპული საქართველოს" წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა პარლამენტში, სადაც დეპუტატები ინტერპელაციის წესით, მთავრობის მეთაურს უსმენენ.
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ორგანიზებით, მე-11 ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების საერთაშორისო ფორუმი, სახელწოდებით „ძლიერი ეკონომიკა - ძლიერი ქალაქი“ ტარდება.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა.
„მაშინ, როდესაც ჩვენ დემოკრატიის კონსოლიდაციასა და ჩვენი ქვეყნის მოდერნიზებას ვცდილობთ, გარედან მომავალი ზეწოლა ყოველ შესაძლებლობას იყენებს, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის რელსებიდან გადაიყვანოს. ასეთი ზეწოლის საპირწონედ, ჩვენ ევროკავშირის ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვილნიუსში, ბალტიის ასამბლეის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაზე.
საპენსიო ფონდთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არ არსებობს, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის სხდომაზე გააკეთა.
ცაგერის კულტურის ცენტრში საქართველოს სახალხო არტისტის, ლეო ანთაძისა და საქართველოს დამსახურებული არტისტის, მედეა ლორთქიფანიძის საიუბილეო საღამო-კონცერტი გაიმართა.
თემქის ხევის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა დედაქალაქის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის მიხედვით განისაზღვრა.
ონის მერიის ცნობით, სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მასზე 14.583.62 ლარი დაიხარჯება.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 71-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.