ონის მუნიციპალიტეტის მერიაში „საქართველოს ორგანული კანონის“, „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად მუნიციპალიტეტის მერმა - ემზარ საბანაძემ შექმნა სამუშაო ჯგუფი პრიორიტეტების დოკუმენტის მოსამზადებლად , რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტული საკითხების შეთანხმებულად და გამჭვირვალედ განხილვას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლიეტუვაში შეხვედრებს მართავს. სამუშაო ვიზიტის ოფიციალური ნაწილი ირაკლი კობახიძემ ქვეყნის პრემიერ მინისტრთან, საულიუს სკვერნელისთან შეხვედრით დაასრულა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გუგავამ და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, გელა მამარდაშვილმა აღვი-ნაკურალეშის გზის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ ,,დუშეთის სასპორტო გაერთიანების’ ’ ორგანიზებით, დუშეთში ჯემალ ნათელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჭიდაობა-ძიუდოს ტურნირი გაიმართა.
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში პროკურორებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტი განსაკუთრებულად მიესალმა „ევროჯასტის“ პრეზიდენტ ლადისლავ ჰამრანის, რომელიც საქართველოს სპეციალურად ამ დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის ეწვია.
საქართველოს პრეზიდენტმა პროკურორების პროფესიულ დღესთან დაკავშირებით პროკურატურის ოთხი თანამშრომელი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ასევე ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (30 მაისი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0026 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს .
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.