„ვულოცავ ამ დღეს ქართულ ჯარს, რომელიც ჩვენი იდენტობის საწყისის, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვით, თითოეული მოქალაქის ღირსებას იცავს!“ - ამ სიტყვებით მიულოცა ლევან იზორიამ დამოუკიდებლობის დღე ქართველ სამხედროებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე დარწმუნებით აცხადებს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი დასრულდება იმ სულისკვეთების ფარგლებში, რომელიც არსებობს მოძმე ერებს შორის და იმ სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოებში, რაც არის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.
იაპონიაში სახელმწიფო ვიზიტად ჩასულმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დააკნინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტების ბოლოდროინდელი გამოცდების შესახებ გამოხატულ წუხილებს, რაც ეროვნული უსაფრთოხების საკითხებში მისი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეწინააღმდეგება.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების გამო, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეზღუდულია.
„დამოუკიდებლობის დღესასწაული დღეს რუსთაველზე ცეკვა-თამაშში კი არ უნდა გადიოდეს, არამედ დავით გარეჯზე", განაცხადა დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა, რომელმაც დღეს სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები საპატრიარქოს დელეგაციასთან ერთად დაათვალიერა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ს. ა. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1958 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.მ. დააკავეს.
ა(ა)იპ -ების: ,,საბავშვო ბაღების გაერთიანების'', ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრისა'' და ,,სპორტული კლუბების გაერთიანების'' თანამშრომლებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ქალაქის ცენტრალური უბნები დაასუფთავეს.
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ წოლაში გზის და სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.