საჩხერე-ქვემო ხევი-უზუმთას საავტომობილო გზის, შქმერი-ზუდალის 7.7 კმ-იანი მონაკვეთის (კმ40,9-კმ48,6) რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს (ლოტი VI).
ივანიშვილმა ხომ შექმნა უკვე სამოქალაქო პლატფორმა, სადაც ვერაფერი ვერ გააკეთა, ასე იქნება ახლაც. ეძებეს, ეძებეს და ისევ ღარიბაშვილი, კახაძე და სუს-ის ახალი სახე შევარდნაძისდროინდელი მაღალჩინოსანი შენგელი ფიცხელაური მოძებნა, - განუცხადა გია ხუხაშვილმა „რეზონანსს“ „ქართულ ოცნებაში“ ახალი სახეების „კასტინგთან“ დაკავშირებით კომენტირებისას.
ბაქოში საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიების თავმჯდომარეებს, საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომდგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხალაფ ხალაფოვს შორის სამუშაო შეხვედრა შედგა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნები - 2001 წელს დაბადებული გ.ქ. და 2002 წელს დაბადებული ნ.მ., ქურდობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
დუშეთის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმების შედეგად დაზიანებული გზებისა და ჩახერგილი ხევების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან, ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად, უკანა ფშავში და ბარისახოში მიმდინარე სამუშაოებს პირადად გაეცნო.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან, გიორგი მახათაძესთან ერთად ქ.ცაგერში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და პროექტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ადგილზე გაეცნო.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი-მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 16 კმ-იანი (კმ77-კმ92) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
ალაბამას კანონმდებლებმა აბორტის აკრძალვას მხარი დაუჭირეს და თუკი შტატის „რესპუბლიკელი“ გუბერნტორი კეი ივი ხელს მოაწერს დოკუმენტს, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე მკაცრი კანონი იქნება, რომელიც ამ მიმართულებით მოქმედებს, რადგან შტატის სენატმა კანონპროექტისთვის მხარდაჭერისას უარი განაცხადა მასში ცვლილებების შეტანაზე, რომელიც გამონაკლისებს დაუშვებდა გაუპატიურებისა და ინცესტის შემთხვევებისას.
დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიება 15 მაისს, 14:00 საათზე სამეფო უბნის თეატრში ჩატარდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.