ბაკურიანში სასტუმრო „რეზიდენსში“ ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, იწვის შენობის სასხვენო გადახურვა. წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 100 კვ. მ. ფართობი.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისა და დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ზვიად გამსახურდიას „ებრძოდა ის ხალხი, ვინც დღეს საქართველო მიიტაცა“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საფლავი, მისი 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გვირგვინით შეამკეს.
„ივანიშვილი მე არ ჩამომიყვანია საქართველოში, შევარდნაძეს ჰყავდა ჩამოყვანილი, რადგან მის ოჯახს უხდიდა ფულს, შევარდნაძის დროს ჰქონდა სასახლე ზემოთ აშენებული და კარგად იყო მოწყობილი, კუდები ჰქონდა გადაფსკვნილი ჯოხთაბერიძესთან“, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გერმანიის ქალაქ ჰანოვერში, ემიგრანტებთან შეხვედრაზე.
„The Washington Post“-ში გამოქვეყნებულ ღია წერილში „ფეისბუქის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ დამაზიანებელი შინაარსიის შემცველი ინფორმაციების შემოწმება მხოლოდ თავისი ორგანიზაციისთვის ძალზე დიდი ტვირთია და მოუწოდებს მთავრობებს ახალი კანონები შემუშავდეს, რომელიც ოთხი მიმართულების საკითხებს მოაწესრიგებს - კერძოდ, უზრუნველყოფს საზიანო შინაარსის ინფორმაციების შეზღუდვას, არჩევნების პატიოსნად და სამართლიანად წარმართვას, პირადი სივრცის დაცულობას და მონაცემთა გადატანას“.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება და ქვეყნის მოქმედ ლიდერს, პეტრო პოროშენკოს, რომელიც მეორე ვადით იყრის კენჭს გასაკვირ მეტოქეობას კომედიანტი ვლადიმერ ზელენსკი უწევს. ორივე კანდიდატმა, ისევე როგორც ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, იულია ტიმოშენკომ საარჩევნო კამპანიისას პრო-დასავლური შეხედულებები გამოხატა და არც ერთი პრო-რუსული კანდიდატი არ არის ისეთი, რომელსაც სერიოზული წარმატების მოპოვების შესაძლებლობა შეიძლება გააჩნდეს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით 8 მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური და 5 მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. არჩევნები 19 მაისს გაიმართება.
ყოფილი პრემიერ მინისტრი, მმართველი პოლიტიკური პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდს ესტუმრა.
ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, პირველ მოადგილესთან კახა საბანაძესთან, მოადგილესთან ვლადიმერ ბორცვაძესთან და შიდა ქართლის გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.