პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები - ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და დავით ჭიჭინაძე ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული თამაშები მიმდინარეობს. ფრენბურთში რეგიონული პირველობის გამარჯვებული ძველი ხიბულის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი გახდა.
28-30 მარტს, ცაგერს 10-ამდე ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი სტუმრობდა, რომლებმაც ცაგერის ტურისტულად მიმზიდველი ადგილები პირადად მოინახულეს.
1 აპრილს საქართველოს თავდაცვის ძალები აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების დაარსების დღეს აღნიშნავს. აღმოსავლეთ სარდლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი ვაზიანში, მე-4 მექანიზირებულ ბრიგადაში გაიმართა. პირად შემადგენლობას საიუბილეო თარიღი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.
ბაღების გახსნას გარდაბნის გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - ტარიელ ჯანხოთელი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი სავალან მირზოევი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი - შოთა რეხვიაშვილი, და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი - რამაზ ბუდაღაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა თანამდებობის პირებთან ერთად ესწრებოდნენ.
4 აპრილიდან 14 მაისის ჩათვლით, თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 11 კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და მოწვეული გუნდები გერმანიიდან, ლიტვიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და აზერბაიჯანიდან.
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, 20 პიროვნებას მიენიჭა. 2 პიროვნებას კი, აღნიშნული სტატუსი, განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე, შეუჩერდა.
პარლამენტი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ვიზიტად მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა.
არ მეგულება არც ერთი ქართველი, ვინც ერთი მხრივ უდიდესი სიამაყით და მეორეს მხრივ, სინანულის გრძნობით არ გაიხსენებს 31 მარტს - სიამაყით იმიტომ, რომ 31 მარტი არის საქართველოს რეფერენდუმის ჩატარების დღე, რომელმაც საფუძველი დაუდო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას, აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს პირველ პრეზდენტს, ზვიად გამსახურდიას „ვერავინ ვერ გადააჭარბებს ვერასდროს. ერთადერთი, ვინც მიუახლოვდა, იყო მიშა სააკაშვილი“, ხოლო „ბიძინა ივანიშვილს არაფერი ისე არ უნდა, როგორც სააკაშვილის სიკვდილი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.