კახა კალაძემ თბილისისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დედაქლაქში დამატებით 12 ქუჩაზე მიკროავტუბუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ გაჩერებებზე შეძლებენ მგზავრების მომსახურებას.
უკანონოდ გაპრეზიდენტებულმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე დაიწყო არაადეკვატური განცხადებების გაკეთება, ასე აფასებს „ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის გადახედვის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წინადადებას.
ციკლონმა „იდაიმ“ „მასობრივი უბედურება“ გამოიწვია აფრიკის სამხრეთ ნაწილში და მან ასეულობით ათას, თუ არა მილიონობით ადამიანს შეუქმნა პრობლემები, განაცხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ.
საქართველოს პრეზიდენტის წინადადებას, რომ გადაიხედოს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი, ოპოზიციაში ეხმაურებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი მამა-შვილი 1965 წელს დაბადებული გ.შ. და 1989 წელს დაბადებული ე.შ. დააკავეს.
ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ ამჟამად მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ინტერესები აცდენილია, მაგრამ - განაგრძობს „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატი - ქვეყნისთვის ძალიან მძიმე ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესები დაემთხვა იმ შეთავაზებებს, რომელიც მან ირაკლი კობახიძის გუნდიდან მიიღო.
სალომე ზურაბიშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, რომ კონსულტაციებს არავისთან არ გადის და მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილთან. პრეზიდენტმა თქვა, რომ ივანიშვილმა არჩევნების მეორე დღეს მილოცვისას მას უთხრა, რომ „თქვენ ხართ დამოუკიდებელი, იქნებით დამოუკიდებელი“ და ეს დამოკიდებულება „არ შეცვლილა“, მაგრამ დაამატა: „თუ შეიცვლება, მეც შევიცვლები ალბათ“.
წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი თვითმმართველობის წარმომაგენლებთან ერთად სოფლებში მოსახლეობას პირადად ხვდება და მუნიციპალიტეტში 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს აცნობს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ზაზა ონიანი, გარდაბნის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ონიანი, 9 აპრილისა და რუსთავის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.