ოლიპიადის გახსნის ცერემონიალს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ნიჟარაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ოლიმპიური ჩემპიონი, სპორტის დამსახურებული ოსტატი კახი კახიაშვილი და საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კონსტანტინე ამირეჯიბი ესწრებოდნენ.

სრულად...

78 წლის ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი ხანგრძლივი მმართველობის შემდეგ პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა. წინასწარ ჩაწერილ სატელევიზიო მიმართვაში ნაზარბაევმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება „მარტივი არ ყოფილა“.

სრულად...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, მოლაპარაკებები სამინისტროსა და ნამახვანი ჰესის ინვესტორთა შორის წარმატებით დასრულდა. შეთანხმების ტექსტი მთავრობამ სხდომაზე უნდა განიხილოს, რომლის შემდეგაც მოხდება მასზე ხელმოწერა და სამშენებლო სამუშაოების დაწყება.

სრულად...

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ზვიად კვაჭანტირაძემ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (19 მარტი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში უცვლელი დარჩა.

სრულად...

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ზვიად კვაჭანტირაძის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლა არა ცუდი, არამედ „პირიქით, ძალიან კარგია“ კვაჭანტირაძისთვის, რადგან „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შემდეგ მეზობლების მისადმი კეთილგანწყობილი დამოკიდებულების გამოხატვისა და მეზობლის ძაღლების მიერ მისი ძაღლისადმი „ღიმილიანი და თბილი შეხვედრის“ შემდეგ, ახლა როცა იგი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტსაც დატოვებს, მეზობლის კატებიც „აბსოლუტურად სხვანაირად მოიქცევიან“.

სრულად...

„ნაციონალური მოძრაობის" დროს მაგიდის ქვეშ იმალებოდნენო ამ დარბაზში მსხდომებიო - ეს ნამდვილად არ ვიცოდი, თუმცა მე მსმენია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" დროს, მაგიდაზე ასული მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოს სვამდა ზოგიერთი თქვენთაგანი", მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ „ქართული ოცნების" უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სესიაზე.

სრულად...

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი, მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

სრულად...

მას შემდეგ, რაც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენება ხმების ნაკლებობის გამო საპარლამენტო ურავლესობამ დღევანდელ სესიაზე ვერ შეძლო, „ქართული ოცნების“ რიგებიდან ახლახან წასულმა დეპუტატმა თქვა, რომ დღის ბოლომდე „თავისი ნებით გადადგება ამ თანამდებობიდან“.

სრულად...

თბილისის მერი კახა კალაძე შეხვდა საგზაო-სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებმაც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გაიმარჯვეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი