საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა. საქმე ეხება მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში” სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა შორის მომხდარ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტს.
თბილისის განვითარების ფონდი მშრალი ხიდისა და ზაარბრიუკენის ხიდების, 9 მარტისა და დედაენის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. პროექტის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა ამ ბაღებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბი.
ბევრი ადამიანია მოკლული ახალ ზელანდიაში, ქალაქ კრაისტჩერჩში მდებარე 2 მეჩეთში მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა მამაკაცმა მლოცველებს ცეცხლი გაუხსნა, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დელეგაცია: მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი და ტურიზმის ცენტრის მმართველის მოადგილე ირაკლი მაისაშვილი ოფიციალურ ვიზიტად საბერძნეთში იმყოფებიან.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე პირველ მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძესა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ იამანიძესთან ერთად სოფ. ბარდუბანში იმყოფებოდა, სადაც მდ. როკიანაზე ხიდის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე მტკნარ სიცრუეს უწოდებს კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბოტანიკურ ბაღში გარკვეულ ტერიტორიას ზონალური სტატუსი ეცვლება და იქ შესაძლებელი იქნება მშენებლობის განხორციელება.
საბრძოლო მზადყოფნის და ამაღლების მიზნით, ნატოს რეაგირების ძალებში (NRF) ჩართულმა საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა ოცეულის დონის გეგმიური სწავლება ჩაატარა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გამართა.
„რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას დაკავებას გეგმავდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.