ახალქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ბიუროსა და საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.
ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სტრატეგიული დოკუმენტი შეიქმნება, რომელიც არსებულ გამოწვევებს და მათი დაძლევის საშუალებებს სრულად ასახავს, ამის შესახებ გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მე-4 სხდომაზე შეთანხმდნენ.
„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილის ამოცანა არის, რადაც არ უნდა დაუჯდეს, მან არა მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მოიგოს, არამედ „2024-ში და 2030-შიც დარჩეს ხელისუფლებაში“.
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული სასულიერი პირი ციხის საავადმყოფოში ბაღდათისა და ვანის მიტროპოლიტმა ანტონმა მოინახულა. როგორც მეუფე ანტონმა ჟურნალისტებს დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ განუცხადა, საპატრიარქო მზად არის, ნაბიჯი გადადგას სასულიერო პირის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტის მერის ავთანდილ უგრეხელიძის ხელმძღვანელობით ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩატარდა.
საფრანგეთის ჟანდარმერიამ და საქართველოს პოლიციამ საფრანგეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქართული კრიმინალური დაჯგუფების 4 წევრი დააკავა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონადან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 55 წლის მამაკაცი გაიტაცეს.
თბილისში, კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებზე 2 მარტიდან, სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები.
წყალტუბოს მთავარ ბიბლიოთეკაში ბაჩო (რამაზ) იოსელიანის წიგნის „რატომ დაიწერა „ვეფხისტყაოსანი“ წარდგენა გაიმართა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსანტები მიიღო და ბალნეოლოგიური კურორტის პოტენციალი გააცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.