ნაძალადევის რაიონში არსებული საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლებისა და აღსაზრდელების მშობლების მონაწილეობით, „არტ-ჰოლში“ დედის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რომში შეკრებილ ქართველ ემიგრანტებს უთხრა, რომ ქვეყანაში ანაკლიის პორტის და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შემთხვევაში გაჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ ემიგრანტები საქართველოში დაბრუნდნენ და იტალიაში 1 000 ევროს ნაცვლად „სოფელ ლესიჭინეში“ 2 000 ევრო გამოიმუშაონ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რომში ქართველ ემიგრანტების ცალკეულ ჯგუფებთან შეხვედრა დაიწყო. იგი „ფეისბუქზე“ წერს, რომ „რომში პოლიცია უმაღლეს დონეზე მუშაობს“.
„მათეს სახარება მოგვითხრობს ჩვენ იმის შესახებ, თუ როგორ იქნება მეორედ მოსვლა უფლისა იესო ქრისტესი. დიდებით მოვა მაცხოვარი და ხალხი გაიყოფა ორ ნაწილად. ნაწილი დადგება მარჯვნივ, ნაწილი დადგება მარცხნივ", - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.
დედის დღე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, პაატა ახალაძემ და ადგილობრივი თვითმმართვლობის წარმომადგენლებმა ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის აღსაზრდელებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს მიულოცეს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და დიდთოვლობის გამო, 2 მარტს, საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. ყველა საჭირო ადგილზე მობილიზებული იყო ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე ხ.გ. დააკავეს.
ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა საფრანგეთში, ქალაქ არლში, ვინსენტ ვან გოგის ფონდში ოფიციალურად გაიხსნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ხაშურში სამი პირი: 1994 წელს დაბადებული ლ.ბ., 1993 წელს დაბადებული ა.ღ. და 1986 წელს დაბადებული ვ.ქ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, მარათონი - „ჩემი გაზაფხული“ გაიმართა. შეჯიბრმა სტარტი დავით აღმაშენებლის გამზირის N82-დან აიღო და განახლებულ აღმაშენებელზე დასრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.