სოფელ პერევში და ჯრიაში მორიგი ჰუმანიტარული აქცია გაიმართა. ეგრეთ წოდებულ საზღვრისპირა სოფლებში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, შავლეგო ტაბატაძემ, ქალაქ ფრანკფურტის აღმოსავლეთ ევროპულ–გერმანული ასოციაციის პრეზიდენტმა ეკონომიკისა და კულტურის დარგში, ნინო ყამბეგაშვილმა და საჩხერის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯარო სკოლებში მოსწავლეებს სასკოლო ნივთები და ტანსაცმელი გადასცეს საჩუქრად.
პარლამენტში დღეს თიბისი ბანკის დამფუძნებლებს ელოდებიან. მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს თიბისი ბანკის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებების ჩატარება დასრულდა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საერთო კრება 19 ადმინისტრაციული ერთეულის 78 დასახლებაში ჩატარდა.
რუსთავის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის, გიორგი ბეგაძემ 1000 ქოთანი და 10 000 ყვავილი თამარ მეფის მოედნიდან რუსთაველის მოედნამდე კორპუსების აივნებზე განსათავსებლად, რუსთაველებს საჩუქრად გადასცა.
სულ მცირე 23 ადამიანი, მათ შორის ბავშვები არიან დაღუპული მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ ალაბამას ლიის ოლქს ტორნადო დაატყდა თავს. უცნობია, რამდენმა მიიღო დაზიანება. ხელისუფლებამ ტერიტორიის ბლოკირება მოახდინა.
3 მარტს, ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრში დედის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი და სახელოსნო 'ედენას' თექის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს, თბილისის მერს, კახა კალაძეს ეკითხება, „ამდენი ფულის“ პატრონმა როგორ ვერ შეძლო რომში 15 კაცზე მეტის შეგროვება.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რომში ქართველ ემიგრანტებს ჰკითხა, იციან თუ არა რის გამო არიან ციხეში ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია და ასევე „უამრავი“ სხვა მათი მხარდამჭერი.
3 მარტი, დედის დღე, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ღვაწლმოსილ პედაგოგს, ემა ნემსაძეს, სამი შვილის დედას არზუ მამალიევას და სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახის დიასახლისებს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ტარიელ ჯანხოთელმა მოადგილეებთან ერთად მიულოცეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.