პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და უმრავლესობის ზოგიერთი წევრის კონსენსუსის შესახებ დეპუტატი ეკა ბესელია გამოეხმაურა.
საცხოვრებელთან უფასო პარკირებისთვის მეპატრონის მიერ სისტემაში ავტომანქანის სახელმწიფო ნომრის მითითება იქნება აუცილებელი, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (21 თებერვალი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0004 პუნქტით გამყარდა.
საფუძველი იმისა, რომ ეს კანონპროექტი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს მხარდაჭერილი, არის ის, რომ კანონპროექტის ტექსტი პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ტექსტს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ კანონპროექტზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად, 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის უვადოდ განწესება.
„ერთმანეთს მივცეთ გარანტია, რომ იქნება სასამართლო რეალურად დამოუკიდებელი და ამ ჯგუფს ხელში არ ჩავუგდებთ, აი, როგორ გითხრათ, დღესვე დავტოვებ პარლამენტს", განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც კანონმდებლები განიხილავენ კანონპროექტს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად, 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის უვადოდ განწესება.
უსახური ავტოფარეხების დემონტაჟის შესახებ თბილისის მერის ინიციატივას ავლაბარში, ქეთევან წამებულის N76 ბ-ში მცხოვრები მოსახლეობაც შეუერთდა.
„მინდა მოგმართოთ „ქართული ოცნების" ე.წ. აღშფოთებულ ნაწილს - რატომ გეგონათ, ბატონებო, რომ ბიძინა ივანიშვილი რამეს შეცვლიდა და თუ სადმე სისტემაში მართლა ხარვეზი იყო, მის გამოსწორებას ეცდებოდა", განაცხადა „ევროპული საქართველოს" წევრმა, აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქალს, რომელმაც დატოვა აშშ იმისათვის, რომ გამხდარიყო „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების პროპაგანდისტი, ამერიკაში უკან დაბრუნების საშუალება არ მიეცემა.
ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ იმ კანონპროექტს მხარს დიდი სიამოვნებით დავუჭერდი, რომელსაც თქვენი გუნდის წევრი გამოიტანდა დასამტკიცებლად, ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმდჯომარემ, ნიკა მელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს პარლამენტის სხდომაზე, სადაც კანონომდებლები მოსამართლეთა უვადო დანიშვნასთან დაკავშირებით კანონპროექტს განიხილავენ.
დაბა აბასთუმანში ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის, „სიემსისა“ და „keios srl“-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.