საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ბატონ როს უილსონთან შეხვედრა გამართა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში ტყის მასივს ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლმა, დაახლოებით, 20 ჰექტარი მოიცვა. შემთხვევა გუშინ, 30 იანვარს 17:00 საათისთვის მოხდა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მიხეილ დილიმაშვილი დაინიშნა. მიხეილ დილიმაშვილი აქამდე აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.მ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქუთაისში 3 პირი დააკავეს, რომლებმაც სხვადასხვა დროს ბორჯომსა და ქუთაისში ათამდე სავაჭრო ობიექტი გაქურდეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა საერთაშორისო ექსპერტს ჯერემი სარკინს შეხვდა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით ვაშინგტონში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს.
პოლიტიკოსი ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილის პირდაპირი ჩართვისას მან „სხვა მიშა“ დაინახა, „უკვე არა ლიდერის, არამედ გმირის ფუნქციაში“ და ახლა დროა, ბიძინა ივანიშვილიც „გამოვიდეს და თავისი გმირობა დაგვანახოს“.
ვენესუელას პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ წაყენებულ ულტიმატუმს უპასუხა და განაცხადა, რომ უცხო ქვეყნის სახელმწიფოთა მხრიდან შანტაჟს არ დაექვემდებარება. იგი დაჟინებით აცხადებს, რომ გასული წლის გაზაფხულზე გამართულ არჩევნებში მისი გამარჯვება ლეგიტიმურია.
30 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველი მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი ბექა ონიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები თელეთის მოსახლეობას შეხვდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.