საქართველოში სომხური ეპარქიის წინამძღვარი, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, ეპარქიის ორ წარმომადგენელთან ერთად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეწვია.
კანადელ რობერტ ლოიდ შელენბერგს 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა ნოემბერში, მაგრამ ორშაბათს სასამართლომ განაცხადა, რომ ნარკოტიკების ქვეყანაში უკანონო შეტანის ბრალდებით გასამართლებული კანადელის სასჯელი მეტისმეტად მსუბუქი იყო.
პოლონეთის ქალაქ გდანსკის მერი, რომელიც საქველმქომედო ღონისძიებაზე ცივი იარაღით დაჭრეს, მიყენებული ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ირანის დედაქალაქ თეირანის სიახლოვეს სატვირთო „ბოინგ 707“ დაფრენის მცდელობისას ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს ასცდა და აეროპორტის კედელს დაეჯახა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 16 ადამიანიდან 15 დაიღუპა და მხოლოდ ერთი პირი - ინჟინერი გადარჩა. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (14 იანვარი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0036 პუნქტით გამყარდა.
5-11 იანვარს ლიეტუვის რესპუბლიკის ქალაქ შაკიაის დუშეთის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს შაკიაისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებს შორის.
14 იანვარს საქართველო სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ონის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქში დროშები გამოფინა და მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა.
უმრავლესობის დეპუტატი გედევან ფოფხაძე „ქართული ოცნებისგან“ ელოდება იმის ახსნას, თუ რატომ არ შეიძლება დაიკავოს მან იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი, მით უფრო იმ ფონზე, როცა მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილთან პირად საუბარში მან მიიღო „სრული გარანტიები და პირობა იმისა, რომ ეს ცვლილება მოხდებოდა“.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი შეასრულებს. ამ დრომდე იგი ამ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. დღევანდელ სხდომაზე მას მხარი კომიტეტის 10-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი ერთი დეპუტატი, ბიძინა გეგიძე წავიდა.
„უკრაინის თემა ერთ-ერთი სერიოზული წყალგამყოფია წარსულსა და მომავალს შორის; თუ შიშმა დაგვიბრმავა თვალი და არასწორ გზას დავადექით, ეჭვსგარეშეა, რომ თავისუფალ სამყაროს მოწყვეტილნი აღმოვჩნდებით და დიდი ხნით დასამარდება მრავალი თაობის მიერ ნანატრი თავისუფლებაც და დამოუკიდებლობაც“, თქვა ფოთისა და ხობის მეუფე გრიგოლმა საკვირაო ქადაგებისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.