გენერალურ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებულია გარკვეული დოკუმენტაცია, იტყობინება „საზოგადოებრივი მაუწყებელი“.
კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ მმართველი პოლიტიკური გუნდის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. არჩევნების შემდეგ, ეს პირველი მასშტაბური შეხვედრაა, სადაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები ერთობლივად განიხილავენ სამომავლო გეგმებს და იმ პრობლემებს, რომელთა გადაჭრა მოკლე ვადებში აუცილებელია.
უფლებადამცველი და სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე სოფო ხორგუანი მთაწმინდის ოლქში აპრილში დანიშნულ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში კენჭისყრას აპირებს.
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის „ქართულ ოცნებაში“ ყოფნა-არყოფნის საკითხი გადაწყდება საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე , რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება და მას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ზღვარს გადადის და თუ უკვე სინოდის საქმეებში აპირებს ჩარევას, მაშინ თმების მოშვებას, ჯობია წვერი მოუშვას, განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, „ქართული ოცნებიდან“ 2018 წელს გარიცხულმა დავით ჭიჭინაძემ.
ლაბორატორიულად დადასტურებული მონაცემებით, ამ დრომდე გრიპის ვირუსით ქვეყანაში 10 ადამიანია გარდაცვლილი, იტყობინება „რუსთავი 2“.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მიწვევით პეკინში ჩავიდა. გამოუცხადებელი ვიზიტის ფარგლებში კიმ ჩენ ინი ჩინეთში თავის მეუღლესთან ერთად 10 იანვრამდე დარჩება და აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მოსალოდნელი მეორე შეხვედრის წინ ძინპინთან, მის უახლოეს მოკავშირესთან არსებით მოლაპარაკებებს გამართავს.
ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე სოფელ ბარსა და სოფელ მრავალძალთან მისასვლელ და სოფლის შიდა გზებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო. უხვი ნალექის მიუხედავად, სოფლის გზები გამავალია, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გზის წმენდის სამუშაოები.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შობის დღესასწაული მიულოცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.