საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს.
„ქართული ოცნების“ გუნდი ერთიანია, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი, არავის ვურჩევ ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატ ეკა ბესელიასთან და გუნდთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად.
„გამოხატვის თავისუფლება არავითარ შემთხვევაში, გაუმართლებელი ფორმით არ უნდა შეიზღუდოს და არ უნდა შეილახოს. გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, მათ შორის, კანონმდებლობის ნაწილში, შეიძლება ზომების მიღება“, ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გაჟღერებულ გზავნილს სიტყვის თავისუფლების შესახებ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, შვილებთან და დეპუტატებთან ერთად, ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეებს პარლამენტის სასახლის წინ შეეგება.
საქართელოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ალილოს" ათონელის სასახლესთან უმასპინძლა, მსვლელობის მონაწილეებს შობა მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
ფოთში 40 წლის ქალი, სავარაუდოდ, H1N1 ვირუსით გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობის გართულება თანმხლებმა ქრონიკულმა დაავადებებმა გამოიწვია.
მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის ქუჩებში ალილოს მონაწილეთა ტრადიციული მსვლელობა იმართება. მსვლელობა, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო, სამების ტაძარში დასრულდება.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, 7 იანვარს პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება დილის 10 საათიდან საღამოს 22 საათამდე იმუშავებს, ხოლო 8 იანვრიდან პაციანტებს შესაძლებლობა ექნებათ დღე-ღამის ნებისმიერ დროს გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიაროს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის, ასევე 2 ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1986 წელს დაბადებული დ.პ. თბილისში დააკავეს.
სამხედროებმა განაცხადეს, რომ ხელში აიღეს ძალაუფლება გაბონში, ნავთობით მდიდარ დასავლეთ აფრიკის ქვეყანაში, სადაც ავადმყოფი ლიდერის ოჯახის 50-წლიანი მმართველობა იყო დამყარებული, იტყობინება BBC.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.