ადიგენის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ადიგენის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა და იგი 5.087.6 (ხუთი მილიონ ოთხმოცდაშვიდი ათას ექვსასი) ლარით განისაზღვრა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟანიას არჩევას ოპოზიციაში ეხმაურებიან.
ბათუმში გრიპის ვირუსით 53 წლის ქალი გარდაიცვალა. ექიმის განცხადებით, პაციენტს გრიპის ვირუსის გართულებული ფორმა ჰქონდა. შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურებულია და დაფიქსირებულია A ტიპის ვირუსი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს. მან კენჭისყრაში მონაწილე 9 წევრიდან 8 მათგანის მხარდაჭერა მიიღო.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც თერჯოლის მერი ბონდო სოფრომაძე უძღვებოდა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას განაცხადა, რომ თავდაცვის მდივნის პოსტზე, ჯეიმს მატისს იმაზე 2 თვით ადრე შეცვლის, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. როგორც სააგენტო „როიტერსი“ იტყობინება, ოფიციალური პირების განცხადებით, ტრამპის ეს ნაბიჯი მატისის მიერ თანამდებობიდან წასვლის შესახებ გამოქვეყნებულმა წერილმა განაპირობა, რომლითაც გენერალი პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის გამო მკაფიო უკმაყოფილებას გამოხატავდა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დაკავებულის, დ. ღ.- ს ადვოკატი და მამა აცხადებენ, რომ დ. ღ. პოლიტპატიმარია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია და მოქალაქე ხუტა ბ. დააკავეს.
5 ადამიანი დაშავდა ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი, სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.
სოფელ ხურვალეთიდან ე.წ. მესაზღვრეებმა 33 წლის მამაკაცი გაიტაცეს. „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ოთარ სამნიაშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.