თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარუდგინა. მერმა მომავალი წლის პრიორიტეტულ მიმართულებებზეც ისაუბრა.
საქართველოს თავდაცვის ძალებს 415 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. სავალდებულო და საკონტრაქტო სამსახურის სამხედროებმა ფიცი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დადეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (25 დეკემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0010 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს პატრიარქის მოწოდება სამშობლოს სიყვარულზე, შემწყნარებლობაზე, შრომისმოყვარეობაზე, განათლებისკენ სწრაფვაზე არის სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს საქართველოს, განაცხაადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მცხეთაში, სადაც პატრიარქის აღსაყდრების 41-ე წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ- ს საქმეზე მიხეილ კალანდია და პროკურორი ზვიად ფხაკაძე დაიკითხნენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 41 წელი შესრულდა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ იანვრიდან ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადებებისთვის განკუთვნილ მედიკამენტებზე ფასები განახევრდება.
„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირონ, რადგან მისი თქმით, „ამ მოსამართლეებს სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დროს უკანონო გადაწყვეტილებები აქვთ გამოტანილი“.
ნინოწმინდაში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს.
ენერგეტიკა, ლოგისტიკა, მომსახურების სექტორი, სოფლის მეურნეობა/კვების მრეწველობა, წარმოების სექტორი, ბუნებრივი რესურსების მართვა, ინოვაციები და ტექნოლოგიები, - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სწორედ ესენია საქართველოს ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტული სექტორები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.