გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის, დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებას მისი უფლებადამცველები ასაჩივრებენ. ადვოკატმა, ალექსანდრე მგელაძემ დღეს დილით გურჯაანის რაიონულ სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა.

სრულად...

თბილისის მერის, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას, რომ „ქვეყანას ძლიერი ოპოზიცია არ ჰყავს“, „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე და ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი ეხმაურება.

სრულად...

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ მას სხვებისაგან განსხვავებით ჰქონია პოლიტიკური პასუხისმგებლობა, - უთხრა „TV პირველს“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟმა, ცოტნე გამსახურდიამ, რომელიც თავის უფროს ძმასთან, კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად უკვე ერთ კვირაზე მეტია პროკურატურასთან შიმშილობს და მამის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე, მის გაგრძელებას მოითხოვს.

სრულად...

ხარაგაულის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ხიდის აღდგენის მიზნით ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.

სრულად...

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებსა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ჭ., ქურდობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

სრულად...

შეერთებული შტატების მთავრობამ ნაწილობრივ შეწყვიტა მუშაობა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა კანონმდებლებმა ვერ შეძლეს ბიუჯეტის კანონის დამტკიცება.

სრულად...

„Forbes” - ის რეიტინგი კარგი გზავნილია საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში ბიზნესგარემო ყოველწლიურად უმჯობესდება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ აღნიშნული საერთაშორისო გამოცემის მიერ მსოფლიოში ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგის კომენტირებისას. 

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტონაზე მეტი წონის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა. სისხლის სამართლის 750 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული, განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე, დაახლოებით, 14 მილიონი ლარია.

სრულად...

„რუსეთიდან ჩამოყვანილი ცოფიანი ძაღლი. ესაა თვითონ სასწრაფოდ გალიაში ჩასასმელი, მეტი რომ არავინ დაკბინოს“, ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი თანამებრძოლის, დავით კირკიტაძის დაპატიმრების შესახებ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას - „დათო კირკიტაძე სწორად ჩავაგდეთ და კიდევ სხვებსაც ჩავაგდებთ, ვინც ამას დაიმსახურებს“.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი