„მე მოვუწოდებ მთელ საქართველოს, მეგობრებო, ყველამ, განურჩევლად სქესის, ეროვნული კუთვნილების, პოლიტიკური ორიენტაციის, გადავიცვათ ყველამ წითელი ჟილეტები და შევუტიოთ ოლიგარქიულ სასახლეს და ისეთი ქარიშხალი მოვუწყოთ, რომელიც სიზმარშიც კი შეუძლებელია რომ წარმოიდგინონ“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა სემეკთან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, 1988 წელს დაბადებული რ.რ. დააკავეს.
ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი მუნიციპალიტეტში მოღვაწე სხვადასხვა პროფესიის ქალებს შეხვდა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
„სამომხმარებლო ტარიფი ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება“, განაცხადა სემეკის ტარიფების და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა, გივი სანიკიძემ.
„2019 წელს თბილისის მერია დაიწყებს ფიროსმანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ასევე დაიწყება თანამედროვე სტანდარტის ნაგავსაყრელის პოლიგონის მოწყობის სამუშაოები“, განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
„გავზარდოთ ჯარიმები, რომ ქალაქში იყოს წესრიგი“, განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შალვა კერესელიძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა ხელშეწყობის ცენტრის მაღაროსკარის ფილიალს ესტუმრნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი და კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ექსპერტებს, სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს, რომ მას პატრიოტმა ქართველებმა მიმართეს და შექმნეს მოძრაობა „ერთად სახლში“, რომლის მიზანიც, საქართველოდან „გაჭირვებისა და უპერსპექტივობის“ გამო უცხოეთში წასული ემიგრანტების მიერ „სამშობლოს დაიბრუნებაა“.
არგენტინელი ქალი, რომელიც 1980-იან წლებში ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა, არგენტინელი და ბოლივიელი სამართალდამცველების ერთობლივი ოპერაციის შედეგად განთავისუფლდა და ოჯახს დაუბრუნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.