„იმ დროს, როდესაც სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ ზეიმობდნენ წაგებულ ომს, მაშინ ნიკოლა სარკოზი ღამეს ათენებდა იმისათვის, რომ შეეჩერებინა საქართველოში რუსული აგრესია და დაეცვა ჩვენი ქვეყანა“,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შესახებ.
„ქართველმა ხალხმა უნდა თქვას თავისი სიტყვა, ივანიშვილმა უნდა დათმოს საქართველოში ხელისუფლება. ეს არ იწვევს არანაირ ეჭვს. ამ ბრძოლაში მე ვარ თქვენთან ერთად ბოლომდე და ვდგავარ თქვენთან ერთად ბოლომდე. ახლა საჭიროა ჩვენი მობილიზება იმისათვის, რომ მათ შორის მე მქონდეს საშუალება ბოლომდე ჩავერთო ამ ბრძოლაში“, განაცხადა ცოტა ხნის საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში თავისი მხარდამჭერებისადმი მიმართვისას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ოპოზიციის მისამართით მკაცრ გამაფრთხილებელ განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ ხვალიდან თითოეულ პროვოკაციულ ქმედებას ექნება სამართლებრივი შეფასება და „ყველას, განურჩევლად მათი სტატუსისა, ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული, სადაც დანაშაულის შემადგენლობას დავინახავთ“.
ძალიან ნიშანდობლივია, რომ სწორედ ახლა, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლისთავს ვზეიმობთ, მე, ემიგრაციაში დაბადებული, გავხდი საქართველოს პრეზიდენტი.
„დღეიდან კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი, ყველა საქართველოს მოქალაქის პრეზიდენტი“, განაცხადა საქართველოს ინაუგურაციის ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფიცის დადების შემდეგ.
თელავში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია მიმდინარეობს. ერეკლეს სასახლეში რამდენიმე წუთის წინ მივიდა სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ახალ კონსტიტუციაზე უკვე ფიცი დადო და ამ წუთებში სიტყვით გამოდის.
საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ცოტა ხნის წინ თბილისში ჩამოვიდა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, დღეს საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი დღეა, რადგან პირველი ქალი პრეზიდენტი დადებს ფიცს და საქართველოს ისტორიაში ასევე პირველად მოხდება ხელისუფლების ცივილური და ევროპულ ფორმებში გადაცემა.
თელავში, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ქვეყანაში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრებისა და დელეგაციების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო შესაბამისი ზომები და თელავის მიმართულებით გადაადგილებისას გარკვეულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, შსს-მ ჯერ კიდევ დილით გაავრცელა განცხადება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი საქართველოს მოქალაქეებს დღეს 3 საათზე თბილისში, პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.