საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, 17-19 დეკემბერს, ვიზიტად ესტონეთს ეწვევა.
საუდის არაბეთმა დაგმო ამერიკის შეერთებული შტატების სენატის რეზოლუციები, რომელთაგან ერთ-ერთი იემენეში ერ-რიადის ხელმძღვანელობით წარმოებულ ომში აშშ-ის სამხედრო დახმარების დასრულებას ითვალსწინებს, მეორე კი ქვეყნის ტახტის მემკვიდრე პრინცს, ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში სდებს ბრალს.
ქალაქ გარდაბანში, კლინიკა „სანოში“, ქვემო ქართლში მცხოვრები ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული გამოკვლევები ) ჩაუტარეს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი თავს დაესხა მის ერთ-ერთ წინამორბედთაგანს, ტონი ბლეერს, ბრალი დასდო რა მას ახალი რეფერენდუმის მოწოდების გაჟღერებით „ბრექსიტის“ მოლაპარაკებებისთვის „ძირის გამოთხრაში“.
გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც კახეთიდან თბილისში დაბრუნდა და ამ წუთებში დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე არის შეკრებილი, მთავრობის გადადგომას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.
„ამოქმედდა საკონსტიტუციო ცვლილება და ამ კონსტიტუციის პირობებში შეუძლებელი იქნება საქართველოში ავტოკრატიის დაბრუნება“, აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
„პასუხისგებაში მისამცემი ხართ თქვენ, იმიტომ, რომ კანონი დაარღვიეთ თქვენ“, - მიმართა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული კომენტარის შეფასებისას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თელავში თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ფუატ ოქტაის შეხვდა, რომელიც საქართველოში პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, ველისციხეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას და ბიძინა ივანიშვილს უტიფარსა და ლაჩარს უწოდებს და აცხადებს, რომ თელავისკენ მიმავალი ოპოზიციის კოლონებისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტში გზის გადაკეტვა წინასწარ გამიზნული ნაბიჯი იყო, რომლის შესახებაც თავად ოპოზიციამ არაფერი იცოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.