ურორტი გუდაური 30 წლისაა, სამთო-სათხილამურო კურორტზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა და დაარსების თარიღი საზეიმოდ აღნიშნეს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

სრულად...

„ქართული სახელმწიფო აღმოჩნდა რეალურად განადგურების საფრთხის წინაშე და ახლა ხშირად ამბობენ, რომ რადიკალიზმის დრო არ არის, თუმცა არის გამოწვევები, როცა რადიკალურ გამოწვევებზე საჭიროა რადიკალური კონსოლიდაცია და ეს პერიოდი საქართველოს ახლა დაუდგა“, აცხადებს „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

სრულად...

„სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ასეთი კარგი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია,რათა უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ და წინ დავძრათ ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია“, განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სამშენებლო მასალების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია „ნოვას“ ახალი საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი, 1975 წელს დაბადებული ხ.ს. ზესტაფონში დააკავეს.

სრულად...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ადვოკატი რამაზ რ. დააკავეს.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსეთის მოქალაქე, 1994 წელს დაბადებული გ.ბ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ჟინვალში დააკავეს.

სრულად...

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, საჭირო თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო და მისი ოდენობა138 440 ლარს შეადგენს.

სრულად...

ნინოწმინდისა და ახალქალაქის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი წინასაარჩევნო დაპირება სრულდება.

სრულად...

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური შეაჯამა.

 

სრულად...

მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლას სარკოზის თელავში დაგეგმილ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩასვლის საკითხს „ფეისბუქზე“ ეხმაურება და ამბობს, რომ „სარკოზი ბოლო წლებში ჩადის ყველგან, სადაც ფულს გადაუხდიან“, ხოლო მას „განსაკუთრებით ხშირად ფულს უხდიან რუსები, რუსეთის ინტერესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის“.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი