„ქართული ოცნებისგან“ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობას ვერ ხედავს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ვერ ხვდებიან, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი პროდასავლური კანდიდატი და არასწორი პათოსით საუბრობენ. მდინარაძეს იმედი აქვს, რომ ქართველი ხალხი მხარს ზურაბიშვილს დაუჭერს.
„შენების მოძრაობის“ ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს ვურჩევ, არ გაიმეოროს ჩემი შეცდომა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანს (საგარეო საქმეთა მინისტრს), მთავარეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაჰერს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა 2016 წელს რომის პაპის ვიზიტი გაიხსენა და მას განსაკუთრებული მოვლენა უწოდა.
დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებული საქართველოს ნაკრები მჯდომარე ფრენბურთში მსოფლიოს ჩემპიონი მეორედ გახდა.
კულტურა სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების აუცილებელი პირობაა, განაცხადა „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა რუსთაველის თეატრში კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ კრისტოფერ კავოლის უმასპინძლა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში „სოფლის ქალთა საერთაშორისო დღე“ აღინიშნა. ნინოწმინდის მერიის პრესსამსახურის ცნობით, დღე, რომელიც სოფლად მცხოვრები ქალების საქმიანობასთან არის დაკავშირებული, მერიის ორგანიზებით, სოფელ ეშტიაში საგანგებო ღონისძიებით აღინიშნა.
ხონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გერასიმე მჟვანაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად, სოფელ გოჩა-ჯიხაიშში საბავშვო ბაღის შენობის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.
ხონის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ბუნებრივი აირის მოსახლეობაში შეყვანის პროცესი რამდენიმე დღეა დაიწყო და ეტაპობრივად მთელ სოფელს მოიცავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.