საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (23 ოქტომბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0131 პუნქტით გაუფასურდა.
გაერთიანებული ოპოზიციის მიერ სატელეფონო საუბრების გავრცელებას თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა. მერი ოპოზიციის ბრალდებას, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს და ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენს, ხუმრობით პასუხობს.
საფიქრალია, როგორ ჩამოვაყალიბოთ ერთიანი სტრატეგია შშმ პირების პრობლემების მოსაგვარებლად, განაცხადა მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა შშმ პირებთან შეხვედრის შემდეგ.
გაერთიანებული ოპოზიციის მიერ სატელეფონო საუბრების გავრცელებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ეხმაურება.
„ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ სატელეფონო ჩანაწერები გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა საჯარო მოსამსახურეებზე ზეწოლას ახორციელებს და მათ სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებს.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოების არაერთ შეკითხვას, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, პასუხი უნდა გასცეს.
ბათუმში, ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან 51 წლის მამაკაცი გადმოვარდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
დღევანდელი გადასახედიდან დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ რეფორმებს, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე.
ფიცის დადების ცერემონიას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - კახა საბანაძე და ნინო ჯავახაძე დაესწრნენ. მინისტრის მოადგილეებმა მართლწესრიგის ოფიცრებს სამსახურში დანიშვნა მიულოცეს და წარმატება უსურვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.