თბილისი საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენის შვილის გატაცების ბრალდებით დაკავებულ ხუთივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
„არის ძალიან ბევრი საკითხი, უფლებები, რომელიც დღევანდელ კონსტიტუციაში წერია და რომლის დაცვა პრეზიდენტის კომპეტენციაში შედის. მაგალითად, დაცვა ყველა იმ კატეგორიების, რომელიც ქვეყანაში დაუცველი კი არა, მაგრამ არასაკმარისად დაცულია“, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე მხარდამჭერებს აბაშაში ხვდება.
პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა გატაცების საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდებულებმა გიორგი დეკანოიძე მუხიანში, ნაქირავებ სახლში მოტყუებით მიიყვანეს, სადაც სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ე.კ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.
ვიქნები ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რა დაპირისპირება, სიძულვილის ენაც სუფევს. ერთმანეთისადმი დაპირისპირება უნდა დასრულდეს – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, მთაწმინდის რაიონის ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.
დღეს, 12:30 საათზე, ბუდაპეშტში ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. ასპარეზობაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთნენ. საქართველოს ღირსებას დღეს ოთხი სპორტსმენი იცავს – ბექა ლომთაძე (61 კგ.), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.), სანდრო ამინაშვილი (86 კგ.) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ.)
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით, გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
გაერთიანებული ოპოზიცია - „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მარტვილში მოსახლეობას შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.