ის ჭორები, თუ რა დამოკიდებულება შეიძლება მქონოდა ზვიად გამსახურდიასადმი, დიდი ტყუილია, განაცხადა „ქართული ოცნების" მიერ მხადრაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა სამეგრელოში.

სრულად...

სალომე ზურაბიშვილი, როგორც ზეპარტიული, ნეიტრალური კანდიდატი, ნამდვილად იქნება ქვეყანაში სიმშვიდისა და პოლიტიკური წონასწორობის გარანტი, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა აბაშაში, სადაც „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს შეხვდა.

სრულად...

იმ სტაბილურობისთვის, პოლიტიკური კულტურისთვის, რაც გარანტიაა, რომ ამ ქვეყანამ იაროს მშვიდი გზით და გაძლიერდეს კიდევ უფრო მეტად, დადგეს ფეხზე, საჭიროა გონიერი, ძლიერი, პრინციპული, ქვეყნისთვის მზრუნველი, ძალიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ აბაშაში, სადაც „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს შეხვდა.

სრულად...

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია"-ს პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას „ქართული ოცნების" უკანონო დავალებების შესრულებაში სდებს ბრალს.

სრულად...

„ომეგა ჯგუფი“ ფარულ ჩანაწერებზე უცხოეთში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროვებს. კომპანიის წარმომადგენლის, ლევან აღდგომელაშვილის განცხადებით, კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული სამართლებრივი ექსპერტიზის ბრიტანული კომპანია „საიფორიდან“ კიდევ ორ აუდიოჩანაწერზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა მიიღეს.

სრულად...

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და იტალიის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. 

სრულად...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში ესსა აბდულა ალ ბაშა ალ ნუაიმს შეხვდა, რომელიც თავის მოვალეობას საქართველოში მიმდინარე წლის სექტემბრიდან ასრულებს. 

სრულად...

საქართველო 23 – 26 ოქტომბერს მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმს Welcome Challenge- ს უმასპინძლებს. 

სრულად...

„საქართველოსთვის ვაჭრობა ყოველთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ პატარა ეკონომიკა, ამიტომ ჩვენი ეკონომიკის წინსვლის ბერკეტი არის ექსპორტის და საექსპორტო ვაჭრობის განვითარება. ამ კონტექსტში ვაჭრობის ფინანსირების ინსტრუმენტების განვითარება და გამოყენება საქართველოში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, რომელმაც ოფიციალურად გახსნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ ორგანიზებული ვაჭრობის ფინანსირების ყოველწლიური მეშვიდე ფორუმი. 

სრულად...

„ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში, ის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეს გამოიძიებს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია ეხმაურება. კონსტანტინე გამსახურდია ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე ხანდაზმულობის ვადის გაუქმებას ითხოვს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი