პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულმა მირზა სუბელიანმა ციხეში თვითმკვლელობა სცადა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სუბელიანის ადვოკატმა განუცხადა.
„საყვარელიძე, ვინ აღარ იყო, გვარამიასთან უნდოდათ კონტაქტი, შემომითვალეს, მირზამ კუში თქვას, საჩვენო ინფორმაცია მოგვცეს, თუნდაც ტყუილი და ციხიდან მეორე დღესვე გამოვაგდებთ, ვალში არ დავრჩებითო“, ეუბნება პროკურატურის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში მსჯავრდებული მირზა სუბელიანი გლდანის ციხის საკანში მასთან მისულ „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ვიქტორ ჯაფარიძეს.
საქართველოს მთავარი პროკურატურა, დაპირებისამებრ, აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას იმ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შესახებ, რომელიც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, აგრეთვე, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, იძულების და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე ამა წლის 12 ოქტომბერს დაიწყო.
მცხეთა სხვადასხვა კუთხით, სიმბოლოთი უნიკალურია, ამასვე მოწმობს ჩვენი ისტორია. ეს ქალაქი უნიკალურია ქართველებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობით, მსოფლიოში ამ ფაქტით ტოლერანტობის სიმბოლოდ მოვიაზრებით, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მცხეთაში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის დონეზე განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი დიასპორისთვის ორმაგი მოქალაქეობის გარანტიების შექმნაში, განაცხადა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა მცხეთაში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრისას.
როდესაც თქვენ გადაავლებთ თვალს იმ საპრეზიდენტო კანდიდატებს, რომლებიც დღეს იყრიან კენჭს პრეზიდენტად, თქვენ ნახავთ, რომ ქალბატონი სალომე უდავო ლიდერია, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მცხეთაში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრისას.
პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს დღეს დაკითხავენ.
საქართველოს პრეზიდენტი ქართულ ჯარს მიმართავს. როგორც ცოტა ხნის წინ, ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ჯარის საკითხი „შემაშფოთებელი" იყო იმ პოლიტიკური დებატების პირობებში, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებსაც შეეხო.
თბილისის მერი, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე „ზოგიერთ მავნებელ პოლიტიკურ ძალას“ აფრთხილებს, არ გაბედონ კანონს მიღმა რაიმე ნაბიჯების გადადგმა, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხი მკაცრი იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.