საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ „წარმოუდგენელია და შეუთავსებელია თავისუფლებასთან, დემოკრატიასთან, როცა ტელევიზიის დირექტორი საზოგადოებას ადამიანის შევიწროებისკენ, დევნისკენ მოუწოდებს".
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორთან და არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით, მისივე თანაგუნდელი გიორგი ვოლსკი „პოზიციის გამოხატვას" უწოდებს და აცხადებს, რომ პარტია არ აპირებს თავისი პოზიციები საზოგადოებას არ გაუზიაროს.პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორთან და არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით, მისივე თანაგუნდელი გიორგი ვოლსკი „პოზიციის გამოხატვას" უწოდებს და აცხადებს, რომ პარტია არ აპირებს თავისი პოზიციები საზოგადოებას არ გაუზიაროს.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატთან, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, ფაშისტურს უწოდებს.
ჩვენი შიდა კვლევებით, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს საპრეზიდენტო არჩევნებს პირველივე ტურში და გრიგოლ ვაშაძე მეორე ადგილზეც კი შეიძლება ვერ გავიდეს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამ წუთას მიმდინარე ბრიფინგზე „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ. მან გვარამიას განცხადებას ფაშისტური უწოდა.
მსოფლიო ბანის, ფონდ „იავნანას“ ყოფილი პრეზიდენტის, პაატა ბურჭულაძის მეუღლე ანგელა ვასილენკო სასამართლოში დღეს გამოიკითხება. აღნიშნულ ინფორმაციას ვასილენკოს ადვოკატზე დაყრდნობით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ ადგილზე მემარჯვენე კანდიდატი ჯაირ ბოლსონარო გავიდა და მეორე ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართება, მისი მეტოქე მემარცხენე „მუშათა პარტიის“ კანდიდატი, ფერნანდო ჰადადი იქნება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს, რომ ბათუმში, ახალსოფელში პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტის შესწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამაც დაიწყო, გამოძიების დასრულებამდე პატრულ-ინსპექტორებს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მოსახლეობამ ბათუმი-სარფის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა. პროტესტის მიზეზი 50 წლამდე მამაკაცის გარდაცვალება გახდა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „იმედის კვირის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომ ოქუაშვილი ამბობს, თითქოს ვიღაცას ფულს უხდიდა, ის ფული საკმარისზე მეტი იყო, რათა გრაფიკი ჰქონოდა და ამ გრაფიკით მისი ვალი შემცირდებოდა.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ შესაბამისი სამსახურები ყველაფერს გააკეთებენ, რათა საოკუპაციო ხაზთან დაკავებულები გათავისუფლდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.