თბილისში, დიღმის მასივში არასრულწლოვანი ბასრი საგნით დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, საქმეზე ბრალდებული პოლიციამ მომხდარიდან 3 საათში დააკავა.

სრულად...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე საქართველოს მოქალაქეები: შალვა კ, კახა ზ. და ზაქარია გ. დააკავეს.

სრულად...

ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობებისა და საქართველოში ცალკეული ჩეხური წარმოებების შესაძლო გადმოტანის საკითხები განიხილეს დღეს ბათუმში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა მარტა ნოვაკოვამ. 

სრულად...

ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1954 წელს დაბადებული რ.ს. ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სრულად...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს“ მორიგი შეხვედრა.

სრულად...

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი ვითარება განიხილეს.

სრულად...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ზუგდიდის ყოფილი მერი, ლაშა გოგია ჩამოვიდა. ჟურნალისტების შეკითხვებს მის მიერ თანამდებობის დატოვებასთან, სკანდალურ სატელეფონო ჩანაწერებთან, მის დაკითხვასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, გოგიამ მხოლოდ ერთი პასუხი გასცა: „ორშაბათს გეტყვით ყველაფერს“.

 

სრულად...

ტყიბულში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სრულად...

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩლიკაშვილმა, რომელიც გორში საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა, სპეცოპერაციის დროს მისი შვილისთვის ნასროლ ტყვიასა და იარაღზე ისაუბრა. მაჩლიკაშვილის თქმით, იარაღი რომელიც მისი შვილის წინაამდეგ გამოიყენეს ნადირზეც აკრძალულია და ეს იარაღი ექსპერტიზაზე შეცვალეს.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ოპოზიციური პარტიების გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია“ გრიგოლ ვაშაძე, ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე ახალი ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელებას ეხმაურება. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი