„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი ემზარ კვიციანი მის მიერ ინიცირებული კანონპროექტზე, რომლითაც იკრძალება თავსაბურავის ტარება, რომელიც სახეს მთლიანად ფარავს, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საუბრობს. კვიციანის თქმით, მისი ნება რომ იყოს ქართველ ქალებს მანდილის გარეშე ქუჩაში გამოსვლას აუკრძალავდა.
საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, გაგა კირკიტაძესა და მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი და მერის წარმომადგენელი წედისის ადმინისტრაციულ ერთეულში - თამაზ მაისურაძე ირის მოსახლეობას შეხვდნენ, მოისმინეს სოფელში ამჟამად არსებული მდგომარეობისა და პრობლემატური საკითხების შესახებ.
ოჯახური კონფლიქტი ზუგდიდში მსხვერპლით დასრულდა. იძე-ცოლის ძმას შორის სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. სიძემ ბასრი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ცოლის ძმას. გ.შ. მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
გადავხედე და თურმე კახეთში ყველაფერი იმ კაცის დროს გაკეთდა, რომლის ოპოზიციაშიც ვიყავი ცხრა წლის განმავლობაში, - განაცხადა „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერმა თაკო ჩარკვიანმა თელავში, სადაც გრიგოლ ვაშაძემ ამომრჩევლებთან შეხვედრა გამართა.
მსოფლიო დასუფთავების დღესთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძესა და ანაკლიის პროექტის ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამაღრმავებელი გემი „ათენა“ დაათვალიერა და ანაკლიაში, ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს ვაშინგტონში, თეთრ სახლში გაიმართება. საქართველოს მთავრობის მეთაურს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი უმასპინძლებს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა, ლევან შონიამ, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე თბილისში, სუს-ის შენობაში იმყოფებოდა, ე.წ. მოდულის შენობა უკომენტაროდ დატოვა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, კანაფის წარმოება-კულტივაციასთან დაკავშირებით ყველა არგუმენტი შეჯერებული იყოს, ხოლო გადაწყვეტილება – კონსენსუსით მიღებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.