​კორეის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან და საიმიგრაციო სამსახურთან ბოლო პერიოდში კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ ჩატარებული ინტენსიური მუშაობის შედეგად, კორეის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ორდინალური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ.

სრულად...

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა, ანი მოსოიანმა და მისმა მოადგილემ, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად  კონდურის დასახლებაში დაწყებული შიდა საგზაო სამუშაოები მოინახულეს.

სრულად...

დუშეთის მუნიციპალიტეტში სამძებრო სამუშაოები დასრულდა - მაშველებმა ხადას ხეობაში დაკარგული 4 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს.

სრულად...

ხალხის პრობლემების გასაცნობად და მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტის პირველი პირი ამჯერად ქვედა სიმონეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.

სრულად...

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის  წევრები და მოხალისეები სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად ჭუბერში გაემგზავრნენ. შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით,  ახალგაზრდები გარემოსთვის მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვებიან.

სრულად...

წყალტუბოში გერმანიის ქალაქ დრეზდენის ახალგაზრდული ფოლკლორული სიმღერის გუნდი იმყოფებოდა. საკონცერტო დარბაზ „ივერიაში“ გერმანელებმა ადგილობრივებს „სიყვარულის პოლიფონია“ წარმოუდგინეს.

სრულად...

ხიდის აწყობის სამუშაოები დღეიდან დაიწყება და 3-4 დღეს გასტანს, რის შემდეგაც მდინარე ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა ტექ­ნი­კის გა­დაყ­ვა­ნა და მდინარის ნაპირების გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება. 

სრულად...

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე მოადგილეებთან და კახეთის გუბერნატორთან - ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტს ეწვია.

 

სრულად...

არანაირი პრობლემა არ არის, დილით განცხადება გავაკეთეთ, რომ ჭუბერში სამხედრო ძალებისა და სამხედრო ტექნიკის გამოყენებას მხარს ვუჭერთ, – ასე უპასუხა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პირველი არხის კითხვას, რატომ არ ესწრებოდა პარტია პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში სამხედრო ძალებისა და სამხედრო ტექნიკა გამოყენების საკითხს უყარეს კენჭი.

სრულად...

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, მართვის ცენტრის მიერ 7ივლისს კახეთის რეგიონში 200 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა რითაც კახეთის ოთხივე რაიონში მოსალოდნელი სეტყვა სრულად თავიდან იქნა აცილებული.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი