საქართველოში სამუშაო ვიზიტით ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლები იმყოფებიან. დელეგაციის წევრებს, ადამიანური რესურსების დაგეგმვისა და მართვის განყოფილების უფროსის, ბრიგადის გენერალ ერან შანის ხელმძღვანელობით, თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებმა უმასპინძლეს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ჩატარებულ გაიოს და ვლადიმირ ღარსლიანებისთვის მიძღვნილ სპორტულ აქტივობაში მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის 8 საუკეთესო გუნდი. ტურნირი უკვე ტრადიციულად 22-ჯერ ჩატარდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხმაურიან კვლევაზე იმსჯელეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის ამ კველევას არ ენდობა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კაპრალ მირზა გიას ძე ჩაჩუას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.
პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ, თეა წულუკიანის იუსტიციის მინისტრის პოსტზე შესაძლო დარჩენის შესახებ განცხადება გააკეთა.
ახალქალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში მომღერალ აშუღი ჯივანისადმი მიძღვნილი ტრადიციული დღესასწაული ჩატარდა.
ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე წვრთნის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონის მძღოლი, კაპრალი შეუძლოდ გახდა, მოგვიანებით კი, ახალციხის კლინიკა „უნიმედში" გარდაიცვალა.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე ფიქრობს, რომ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ბევრი სასიკეთო სიახლის დანერგვა შეძლო, თუმცა, ჰქონდა გარკვეული ხარვეზებიც.
ზემო და ქვემო სვანეთში და საქართველოს სხვა მთიან რეგიონებში ჰესების აშენების წინააღმდეგ გამოდის ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი წერეთელი, რომელიც მის მიერ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში დღევანდელ ხელისუფლებას „ფულზე გაყიდულ და დამპალ“ ხელისუფლებად მოიხსენიებს და მოუწოდებს მოსახლეობას, ხაიშელების მსგავსად „დაიფიცონ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ“ და „ვინც გაბედავს ჰესებზე ლაპარაკს, გალახეთ, ჩამოაგდეთ მანქანებიდან, გააპანღურეთ და გადააგდეთ ღვარცოფში და ჩაქოლეთ... ყელი გამოჭერით ძაღლივით და ესროლეთ კიდევაც“.
.
ბერლინში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია, პლენარული სხდომის შემდეგ, საკომიტეტო მოსმენებით გაგრძელდა. საპარლამენტო ფორუმის მონაწილეები ეუთოს სივრცეში არსებულ გამოწვევებზე მოხსენების პროექტებს გაეცნენ, რომლებიც საბოლოოდ, ბერლინის დეკლარაციაში აისახება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.