„თბილსერვის ჯგუფი“-ის ინფორმაციით მერაბ კოსტავას ქუჩაზე, „რუმს თბილისის“ მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაციას დაწყების გამო, ხვალიდან მიწისქვეშა გადასასველელით სარგებლობა დროებით იზღუდება, არსებული ვითარების გამო, „თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს იხდის შეფერხებისთვის.
იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, შესაძლოა, მთავარი პროკურორის არჩევისას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოს. წულუკიანის განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი ისაა, რომ „საზოგადოებამ დაინახოს საპროკურორო საბჭოს რა სურს“.
საქართველოს ინვალიდთა ფედერაცია, „აღორძინება 2002''-ის იმერეთის მკლავჭიდელთა გუნდი, რომლის შემადგენლობაში ვანელი სპორტსმენი სულხან ბელთაძე ირიცხება, უკრაინიდან გამარჯვებული დაბრუნდა.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, დარჩება თუ არა მთავრობის შემადგენლობაში, არ აკონკრეტებს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრემიერ მინისტრი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ ვინ იქნება განახლებულ მინისტრთა კაბინეტში.
უკრაინაში მრავალეროვნული საერთაშორისო საზღვაო სწავლება „Sea Breeze 2018“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა. აშშ-უკრაინულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი, ასევე, შავი ზღვის აუზის ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლები მონაწილეობენ. საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან სწავლებაში 50 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.
ხადას ხეობაში აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ცოლ-ქმრის და მათი 4 წლის შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგი გამართა. ჭელიძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ბრექსიტის“ მდივანი დევიდ დევისი, რომელიც დიდი ბრიტანეთის მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა ევროკავშირში, თანამდებობიდან გადადგა. მან BBC-ს უთხრა, რომ იგი უკვე აღარ არის საუკეთესო პერსონა, რომელიც მინისტრთა კაბინეტის მიერ შეთანხმებულ პრემიერ მინისტრის გეგმას მიიტანს ბრიუსელში, რადგან მას „არ სჯერა“ ამის.
პირველი აგვისტოდან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში 18-დან 50 წლამდე საქართველოს მოქალაქეების მიღებას იწყებს. საპილოტე პროექტის ფარგლებში მოქალაქეები ტერიტორიულ და სპეციალისტთა რეზერვში მიიღებიან.
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ მაისში გამოცემული დადგენილების მიხედვით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა სოციალური დახმარება გაორმაგდა, თუმცა, მისივე თქმით, აღნიშნულ დადგენილებაში არაფერია ნათქვამი იმ ვეტერანებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ.
ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე ყვარლის ციხეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.