პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტის ახალ სახეებთან დაკავშირებით კონსულტაციები დასრულებულია. ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ის აჟიოტაჟი რაც ვიხილეთ მასმედიაში, რეალობას ნამდვილად არ შეესაბამება, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინზგე გააკეთა.
უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველთა პროგრამა - საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის მეორე ეტაპი დაიწყო.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში 33 პირია შეყვანილი. ამის შესახებ ბახტაძემ ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე განაცხადა
ახალი მთავრობის სტრუქტურის მიხედვით ჩვენ გვექნება 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრი, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საგანგებო ბრიფნგზე.
ბათუმის ცენტრალურ მოედანზე, მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, სამეწარმეო მარკეტი გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ჩერქეზიშვილი და აჭარის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე ეწვივნენ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ოფიცრები გემებზე ინსპექტირებას სამხრე კამერების მეშვეობით განახორციელებენ, ხოლო შემოწმების პროცესის ჩაწერა-მონიტორინგი უშუალოდ შემოწმებების გამჭვირვალობის ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდის.
„ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული, განსაკუთრებით მეზღვაურთა დიპლომების აღიარების და მათი დასაქმების კუთხით", აცხადებს გიორგი ჩერქეზიშვილი.
მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ჩერქეზიშვილმა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ახალი სიმულატორების ოთახი გახსნა, რომელიც თხევადი ტვირთების გემებზე დასაქმებული სპეციალისტების მომზადებას მოემსახურება. მინისტრს მეგზურობა აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ გაუწია.
სასამართლოზე ვიტყვი სიმართლეს და საზოგადოება ბევრ ისეთ რამეს გაიგებს, რაც აქამდე არ გაჟღერებულა, აცხადებს პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედიკო მაჩალიკაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.