საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობისა და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ორგანიზებით, „გელათი 2018“ დაიწყო.
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ხორავას ქუჩის“ საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ განაცხადა, რომ კომისიის გუშინდელი სხდომის მიმდინარეობისას, ზაზა სარალიძის სახელით მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი შეტყობინებები მიიღო.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (26 ივნისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0028 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს ისტორიაში პირველად, მსოფლიოს უმსხვილეს სამხედრო გამოფენაზე - „ევროსატორი“ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოდგენილ იქნა ქართული წარმოების სამხედრო პროდუქცია.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის აღსრულებაზე პასუხისმგებელი საგარეო უწყება და იუსტიციის სამინისტრო იქნებიან.
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ, გონერი მეფარიშვილმა სოფელ ბზვანში გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.
„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მიღებით ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფის და ძალადობრივი ქმედებების ფაქტებზე გავაერთიანოთ ძალისხმევა საერთაშორისო თანამეგობრობის, აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია.
მივესალმები საქართველოს მთავრობის იმ სტრუქტურულ ცვლილებებს, რომელზეც დღეს პრემიერ-მინისრმა მამუკა ბახტაძემ ისაუბრა. ჩვენ ბევრი დრო უნდა დავხარჯოთ ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების კეთილდღეობისთვის და არა გადაწყვეტილების მიღებიდან მის აღსრულებაზე, აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი რატი იონათამიშვილი.
თბილისის მერი კახა კალაძე პირობას დებს, რომ სამშენებლო კომპანია „სვეტს“ დაჩქარებული წესით მისცემენ მშენებლობის ნებართვას, რაც მათ მშენებლობის განახლების საშუალებას მისცემს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან კულტურისა და სპორტის სამინისტროს შერწყმას არ ეთანხმება ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე, რომელიც „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს „აქვს თავისთავადი, ორიგინალური კულტურა, რასაც მოვლა და პოპულარიზაცია სჭირდება“ და „ეს არ არის განათლების სამინისტროს ფუნქცია“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.