პოლიციის მიერ დაკავებული ზვიად კუპრავასა და აქციის კიდევ სამი მონაწილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს ზაზა სარალიძე, რომელიც დღეს 14:00 საათზე შვილმოკლულ მშობლებს და მთელ საქართველოს რუსთაველის გამზირზე, აქციაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს.
ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის გადაწყვეტილებით, რუსთაველის გამზირზე, ავტომობილების სავალ ნაწილზე, კვირა საღამოს კარვების განთავსების გამო, დედაქალაქის მთავარ გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ზვიად კუპრავა დაკავებულია. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, უწყებაში აცხადებენ, რომ იგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არის დაკავებული.
თეა წულუკიანი ერაყელი კოლეგის, იუსტიციის მინისტრ ჰაიდარ ალ ზამილის, მიწვევით ბაღდადს ეწვია. ორმხრივ შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს ის რეფორმები, რომელთაც ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროები უდგანან სათავეში, და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც თითოეული ქვეყნის წინაშე სხვადასხვა ფორმით დგას.
ჩემთვის გისოსები მეორეხარისხოვანია მომხდართან დაკავშირებით, აღნიშნული განცხადება ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულმა მირზა სუბელიანმა სასამართლო პროცესზე გააკეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მირზა სუბელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლოს გადაწყვეტიელბის შესახებ ცნობილი რამდენიმე წუთის წინ გახდა.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე კარვების გზის სავალ ნაწილზე გადატანის გადაწყვეტილება მიიღეს.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ გააკეთა.
საქართველოს პროკურატურამ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.