რომან გოცირიძისთვის არადამაჯერებელი და გაუგებარია ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გაკეთებული განმარტება ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით, რომ დეპუტატი კი არ დააკავეს, არამედ მისი განრიდება მოხდა, რათა „ეს ქმედება არ გადაზრდილიყო რაიმე სხვა ტიპის სამართალდარღვევაში“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიასგან, უწყების მიერ ნიკა მელიას მიმართ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავირებით ინფორმაცია მიიღო.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მისი დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საგანგებო ბრიფინგზე გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქცირებულთა სიაში რუსეთიდან სამი ფიზიკური პირი და ხუთი კომპანია დაამატა. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ახლახან გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
თბილისის პარლამენტის შენობასთან გამთენიისას დაკავებულ ზვიად კუპრავასა და კიდევ სამ პირს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-173 მუხლებით დაკავებულია 9 პირი, მათ შორის, თბილისის საკრებულოს წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან" - ირაკლი ნადირაძე და ლევან ხაბეიშვილი.
„თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თითქოს დაკავებულია ნიკა მელია. დარწმუნებული ვარ, ეს ისეთივე ტყუილია, როგორც ბევრი სხვა ტყული, რომელზეც ადრე უსაუბრიათ", განაცხადა გიორგი კახიანმა.
ნიკა მელია დაკავებული არ არის, ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.
ტელეკომპანიის ცნობით, გიორგი გახარია პარლამენტის თავმჯდომარეს თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ხვდება.
ნიკა მელიას დაკავების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.