საქართველო პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცოცხლებული სამხედრო ისტორიის ოფიციალური საიტის პრეზენტაცია გვირაბის ფორმის კონსტრუქციაში გაიმართა.
„საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიად, რომელიც გამორჩეული იქნება კონსტიტუციური სტაბილურობით - ამგვარი საქართველო სასურველი პარტნიორი სახელმწიფო იქნება არა მარტო პოლიტიკური, არამედ უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თვალსაზრისითაც“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მრგვალ მაგიდაზე „თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის-მომავალი ასწლეულის სტრატეგია, სიტყვით გამოსვლისას.
განვლილი საუკუნეების მსგავსად, უკანასკნელი 100 წელიც არ ყოფილა იოლი საქართველოსთვის, სავსე იყო გამოწვევებით, თავისუფლებისთვის ბრძოლით, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მრგვალ მაგიდაზე „თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის-მომავალი ასწლეულის სტრატეგია, სიტყვით გამოსვლისას.
ნინოწმინდის კულტურის ცენტრში, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ადიგენში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილისა და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ღონისძიებები გაიმართა.
სომხები და ქართველები მრავალი ასეული წლის მანძილზე ვცხოვრობთ როგორც ძმები და დები და არასოდეს გვქონია რამე მნიშვნელოვანი კონფლიქტი და გაუგებრობა, განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა თავისუფლების მოედანზე, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძებაზე სიტყვით გამოსვლისას.
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავი და დამოუკიდებლობის დღე ქართველ ხალხს თავისუფლების მოედანზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა მიულოცა.
„საქართველოს ისტორია გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას ჩვენი მომავლის წინაშე - ჩვენ უნდა დავიცვათ, შევინარჩუნოთ და განვავითაროთ არა მარტო ეროვნული სუვერენიტეტი და დემოკრატიული წყობა, არამედ აღვადგინოთ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და შემოვირიგოთ და დავიბრუნოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და დები“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თავისუფლების მოედანზე, წვევამდელთა სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას.
„გამარჯობა საქართველო“, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავი მოსახლეობას ლიეტუვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ, ქართულად მიულოცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.