საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ციფრული ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს გუიდო ბერმანს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტის, ლოგისტიკის და კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
ე.წ. მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავთან ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მამაკაცი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს.
25 მაისს საქართველოს საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, ლიეტუვას პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ესტუმრება, რომელიც სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, მთავარ პროკურატურასთან ერთად, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1962 წელს დაბადებული ლ.გ., ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით, მარნეულში დააკავეს.
ჩრდილოეთ კორეამ, მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უეცრად გააუქმა მისი შეხვედრა კიმ ჩენ ინთან, განაცხადა, რომ მას ჯერ კიდევ სურს მოლაპარაკებები „ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში“.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „რუთავი 2“-ის ეთერში „ღვთისმშობლის აგდებულად მოხსენებას“ ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს „შეურაცხყოფს ყველა მორწმუნე ქრისტიანის გრძნობებს, ისევე როგორც საკუთარი დედის აუგად მოხსენიება“.
25-26 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივით ტარდება ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. აღნიშნული ფაკულტეტის დაარსებიდან რიგით მე-3 კონფერენცია საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოხსენება გააკეთა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მეორე ყოველწლიურ კონფერენციაზე „პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი".
„რუსთავი 2“-ის ქმედებების სულისკვეთება ერთია, – სურთ ჩვენი საზოგადოება წარმოაჩინონ თავისუფალი აზროვნების მოწინააღმდეგედ, ხოლო ჩვენი ეკლესია, – პრორუსულ ძალად. ვფიქრობთ, მათ არ ესმით, რომ ეკლესია ქრისტეს სხეულია და იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკასთან დაკავშირებული, არც პრორუსულთან და არც – პროდასავლურთან, აცხადებენ საქართველოს საპატრიარქოში.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს რეგიონული განვითარებისა და მუნიციპალური განვითარების ფონდების, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. 2018 წელს დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით GUARDIAN.GE-ს ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი ესაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.