გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების მორიგი, 56- ე შეხვედრა იმართება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული პ.ჭ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თავისუფალი სტილით სრიალში - თხილამურსა და სნოუბორდში საქართველოს სამთო კურორტები - ბაკურიანი და გუდაური უმასპინძლებს. პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაცით, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ (FIS) საბერძნეთში გამართულ კონგრესზე მიიღო.
დაბა ადიგენში საზოგადოებრივი ცენტრის „სოფლის სახლის“ მშენებლობა მიმდინარეობს. მოწყობილია რკინა-ბეტონის ფუნდამენტი, საძირკველი და რანდკოჭები.
დაბა ადიგენში ერისთავის, ზაზაშვილის, ბალახაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების ფასადებისა და სარინელების აღდგენა მიმდინარეობს.
ქუთაისში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 67 წლის ქალი დამ მოკლა. გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.
საქართველოში ვიზიტად აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, ნატოს მოკავშირე ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, გენერალი კურტის სკაპაროტი იმყოფება. დღეს ამერიკელი გენერალი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად, ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დაწყების ცერემონიასა და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) გახსნას დაესწრება.
მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ შესაძლოა უარი თქვას შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის 12 ივნისს სინგაპურში დაგეგმილ შეხვედრაზე, თუკი ვაშინგტონი ცალმხრივად და დაჟინებით მოითხოვს ფხენიანისაგან ხელი აიღოს მის ბირთვულ შეიარაღებაზე, ტრამპმა მისი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მოსაზრების საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა და დაამშვიდა ფხენიანი, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღებისას ე.წ. ლიბიის მოდელს არ მიჰყვებიან.
საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის პროექტი „ფსოუზე არეკლილი ვარსკვლავებად“ დასრულდა.
„ეს არის ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილი საწარმო, სადაც ჯამში 7 000 000 ლარის ინვესტიცია ხორციელდება და მისი ნაწარმი ძირითადად მიმართული იქნება ექსპორტზე“, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ქუთაისში კომპანია „ემჯიემტექსის“ ახალი საწარმოს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.