საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის შენობასთან „თეთრი ხმაურის“ საპროტესტო აქციის მიმდინარეობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა.

სრულად...

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, მართვის ცენტრის მიერ 11 მაისს კახეთის რეგიონში 1900 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა რითაც კახეთის შვიდ რაიონში მოსალოდნელი სეტყვა სრულად თავიდან იქნა აცილებული.

სრულად...

პარლამენტის შენობასთან, სადაც „თეთრი ხმაურის“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე მივიდა.

სრულად...

პარლამენტის შენობის მიდებარე ტერიტორიაზე ორი სხვადასხვა აქცია მიმდინარეობს. გუშინდელი აქციის შემდეგ, იქ ისევ შეიკრიბნენ „თეთრი ხმაურის“ მხარდამჭერები, რომელთა ლოზუნგია „ჩემი თავისუფლებისთვის!“ და მათი მოთხოვნები კვლავაც პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პოსტებიდან გადადგომაა, რაც 12 მაისს თბილისის ღამის კლუბებში განხორციელებულ რეიდებს უკავშირდება.

სრულად...

საარჩევნო ადმინისტრაციამ მედიას 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის №67.27 ცაიშის თემის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის სამივე უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 16.74% (472 ამომრჩეველი) შეადგინა.

სრულად...

83 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ცნობილი ქართველი მსახიობი და კინორეჟისორი ბაადურ წულაძე გარდაიცვალა.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავარ პროკურატურასთან ერთად, კვლავ აქტიურად განაგრძობს ნარკოდანაშაულისა და ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას. ბოლო პერიოდში სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის არაერთი ფაქტი გახსნეს და ათობით ნარკორეალიზატორი დააკავეს.

სრულად...

რუსთაველის გამზირზე დადგმული კარვები საპატრულო პოლიციამ აიღო მას შემდეგ, რაც სამართალდამცველების მოწოდების მიუხედავად, ეს თავად არ გააკეთეს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, რომელთაც პარლამენტის შენობასთან ღამისთევის შემდეგ, „ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით“ ოფისში გადანაცვლების გადაწყვეტილება მიიღეს.

სრულად...

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ „მუმიების დაბრუნება 2 -ის პრემიერა ვეღარ შედგება!“

სრულად...

დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ერთი პირი მოკლა და ოთხი დაჭრა პარიზის ცენტრში, ღამის ცხოვრებით ცნობილ რესტორნებით და კაფეებით სავსე რაიონში, რასაც საფრანგეთის ოფიციოზმა ტერორისტული თავდასხმა უწოდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი