ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ შეერთებული შტატები „ისტორიული სინანულის“ წინაშე აღმოჩნდება, თუკი დონალდ ტრამპი თეირანის ბირთვულ შეთანხმებას დაარღვევს.
6 მაისს, გიორგობისა და ხონელობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში არაერთი ღონისძიება მოეწყო. დილიდან, საზეიმო წირვა-ლოცვა მიმდინარეობდა ხონის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში, რომლის დასრულების შემდეგ ქალაქის ქუჩებში ლიტანიობა გაიმართა.
წმინდა გიორგის ხსენების დღესთან დაკავშირებით სამების ტაძარში წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა, რომ როცა აწამებდნენ წმინდა გიორგის, მას მოესმა ღმერთის ხმა: ‘ნუ გეშინია გიორგი, მე შენთანა ვარო’.
დღეს დილით სამშობლოში დაბრუნდა კიდევ ერთი ქართველი მეზღვაური, სოსლან კაკაბაძე, რომელიც 2015 წლიდან დაკავებული იყო ლიბიაში.
პოლიტიკაში დაბრუნებული ივანიშვილი შედარებით ნაკლებად აქტიური იქნება, და ის არ დაიკავებს სახელმწიფო თანამდებობას, არც პრეზიდენტის პოსტზე წამოაყენებს საკუთარ კანდიდატურას და არც პრემიერი გახდება, მისი დაბრუნებით კი რადიკალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, განაცხადა პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას.
ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, ზურულდზე „კავკასიის მთის ცენტრის“ მშენებლობა იგეგმება. როგორც იდეის ავტორმა, მსოფლიოში ცნობილმა მთამსვლელმა, რაინჰოლდ მესნერმა, საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირკაშვილთან პროექტზე მსჯელობის შემდეგ განაცხადა, ეს დიდი შესაძლებლობაა, რომ საქართველო მოექცეს მსოფლიო ალპინიზმის ყურადღების ცენტრში, რისი პოტენციალიც ქვეყანას ნამდვილად გააჩნია.
ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, ზურულდზე „კავკასიის მთის ცენტრის“ მშენებლობა იგეგმება. აღნიშნული პროექტის დეტალებზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და მსოფლიოში ცნობილმა მთამსვლელმა, რაინჰოლდ მესნერმა იმსჯელეს.
ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის ძალიან ახლო მეგობრებმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეატყობინეს, რომ არ სურთ სენატორის დასაფლავებაზე დონალდ ტრამპი იხილონ და მათი ახლანდელი გეგმაა, დასაფლავების ცერემონიას ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დაესწროს, წერს გაზეთი The New York Times-ი.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ბორის ჯონსონი ვაშინგტონში მიემგზავრება, რათა დაჟინებით მოუწოდოს დონალდ ტრამპს, არ გამოვიდეს ირანთან 2015 წელს დადებული საერთაშორისო ბირთვული შეთანხმებიდან, რაც იმგვარად არის შედგენილი, რომ თეირანს ბირთვული იარაღის შეძენის საშუალებას არ აძლევს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში 2018 წლის 5 მაისს შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი ნახეს 1979 წელს დაბადებული ლ.კ. პოლიციამ ასევე შეტყობინება მიიღო მარჯანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში 1980 წელს დაბადებული კ.კ.-ს. გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.