შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული რ.მ. ცხელ კვალზე დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხადორის მიმდებარედ, მაშველებმა ხრამში გაურკვეველ ვითარებაში ჩავარდნილი 26 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს.
ქედაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის კოორდინაციის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ინტენსიური მუშაობის შედეგად, ბოლო 1 კვირის განმავლობაში, თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, კახეთში, გურიასა და აჭარაში მომხდარი ქურდობისა და ქურდობის მცდელობის 14 ფაქტზე 12 პირი დააკავეს, 11 კი ამხილეს. პოლიციელთა აქტიური ოპერატიული მუშაობის შედეგად, აღკვეთილია ქურდობის 2 ფაქტი.
ჩრდილოეთ კორეამ დროის სარტყელი შეცვალა და ამიერიდან ფხენიანის სასაათო სარტყელი სამხრეთ კორეის შესაბამისი იქნება. პარასკევს, ადგილობრივი დროით 23:30 საათზე (15:00 GMT) ქვეყანაში საათებმა 30 წუთით წინ გადაიწია, რაც „პირველი პრაქტიკული ნაბიჯია“ კორეის გაერთიანების დაჩქარების გზაზე, იტყობინება ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტო.
თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის სამხედრო თემატიკის გამოფენა გაიხსნა.
გენერალ სოსო ქუთათელაძის ძმისშვილი თენგიზ ქუთათელაძე ქვემო ფონიჭალაში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრების მიერ მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
ნუ ჩავარდებიან პანიკაში, არავინ აპირებს პრეზიდენტის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებას, აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის, ფიქრია ჩიხრაძის კომენტართან დაკავშირებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.